რეკლამა

ქუთაისმა ჰოკეიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

ქუთაისმა ჰოკეიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

 ქუთაისმა ჰოკეი 5-ში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებები 3 დღის განმავლობაში მინდვრის ჰოკეის ახალ სტადიონზე მიმდინარეობდა. მასში 16 წლამდე ჭაბუკთა გუნდები საქართველოდან, დანიიდან, ლუქსემბურგიდან, ბულგარეთიდან და სომხეთიდან მონაწილეობდნენ.  

პირველი ადგილი დანიის გუნდმა მოიპოვა, მეორეზე კი ბულგარეთის წარმომადგენლები გავიდნენ.  

წარმატებული სპორტსმენები ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა. ჩემპიონატი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები