TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო "ტორპედოს" ფეხბურთელია.

28 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ორდაბასთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბრაზილიური სანტოსის ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა მლს-ში ტორონტოს შემადგენლობაში. 2018 წელს ტორონტოსთან ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი მლს-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი. 

ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu