საინფორმაციო სააგენტო Topnews.ge ამჯერად ზესტაფონის მერის, ვასილ გველესიანის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.
მერმა დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 24 დეკემბერს შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მერის მეუღლე ნონა ძიძიგური ბათუმში ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს. ვასილ გველესიანის სახელზეა ბინა თბილისში და მიწის ნაკვეთის 25 პროცენტი ზესტაფონში. აღნიშნული ნაკვეთი მერს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
დეკლარაციის მიხედვით, მერის მეუღლე ფლობს "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც 2022 წელს 5 000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მერს და მის მეუღლეს აქვთ გარკვეული ფულადი დანაზოგები და სასესხო ვალდებულებები.