TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონელი მოსწავლეები თიხის დამუშავების უძველეს ტექნოლოგიას ეცნობიან

ზესტაფონელი მოსწავლეები თიხის დამუშავების უძველეს ტექნოლოგიას ეცნობიან

ზესტაფონელი მოსწავლეები თიხის დამუშავების უძველეს ტექნოლოგიას ეცნობიან

ზესტაფონის მერიის ინიციატივით, ქართული კერამიკის ტრადიციის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებისთვის შროშის კერამიკულ სახელოსნოში შემეცნებითი ტურები გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში, ქვედა საზანოს N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კერამიკულ სახელოსნოში თიხის ოსტატს, გელა კოპაძეს შეხვდნენ, რომელსაც მეთუნეობის დარგში 30 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება აქვს და ადგილზე გაეცნენ თიხის დამუშავების უძველეს ტექნოლოგიას.

შემეცნებით ტურს ახალგაზრდებთან ერთად მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა გიორგაძე ესწრებოდნენ. როგორც ნინო ჭაბუკიანმა  აღნიშნა,  მსგავსი ინიციატივების მიზანია  მოზარდებში ქართული ტრადიციული ხელოსნობის პოპულარიზაცია და იმ ოსტატების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კერამიკის ხელოვნებას ინარჩუნებენ და ავითარებენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu