იტვირთება

ინფორმაცია დასაქმების მსურველებისთვის-3 აპრილს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ინფორმაცია დასაქმების მსურველებისთვის-3 აპრილს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

3 აპრილს ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმზე 35 კომპანია 350 ვაკანასიას წარმოადგენს. 

"ფორუმზე ვაკანსიები  წარმოდგენილი იქნება ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა:  საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი,  ასევე მარკეტინგის, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულება და წარმოება. ქუთაისის დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ახალი საგამოფენო სივრცე იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაში პირველად მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოეწყობა გამოფენა, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები საკუთარ სასწავლო კურსებსა და ფაკულტეტებს აბიტურიენტებს და სწავლით დაინტერესებულ პირებს გააცნობენ.  

თარიღი - 3 აპრილი;  დრო - 14:00-16:00 საათი;  მისამართი - ქუთაისი, სასტუმრო ,,ქუთაისი ინნ’’, მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N2. 

ქუთაისის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზებით იმართება. არ გამოტოვო შესაძლებლობა, ერთიან სივრცეში მიიღო ინფორმაცია სწავლის შესახებ და იპოვო სასურველი სამსახური,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები