ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ემზადება.
"ამბროლაურში საახალწლო განათებები უკვე ჩაირთო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. განათებები და ილუმინაციები სკვერებსა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟდა.
28 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ხოლო 30 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართება,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.