რეკლამა

ქუთაისის №9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის №9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის №9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

 700 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რეაბილიტირებული სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა  მოადგილემ, გიორგი ციბაძემ დაათვალიერა.

"ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ,"-აცხადებენ ფონდში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები