TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს” ახალი სპეცტექნიკა გადაეცა

ქუთაისში ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს” ახალი სპეცტექნიკა გადაეცა

ქუთაისში ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს”  ახალი სპეცტექნიკა გადაეცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს”  ახალი სპეცტექნიკა გადაეცა.

ახალი სპეცტექნიკა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიასა და „სპეციალური სერვისების“  წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა.  

სამსახურისთვის შეისყიდეს  „ფორდის“ მარკის 3 უახლესი, ჰიდრავლიკური წნეხის ნაგავშემკრები ავტომანქანა, თვითმცლელი და JCB მარკის ტრაქტორი. დაგეგმილია წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკის გადაცემა და ავტოპარკის სრულად შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის დასუფთავების  მომსახურებას.

„სპეციალური სერვისების“ ახალი ტექნიკით აღჭურვისთვის ჯამში 7,5  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ ქალაქის განვითარებისთვის დამატებით გამოყოფილი 40 მილიონი ლარიდან დაფინანსდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu