რეკლამა

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა. 

ღონისძიების მონაწილეებს  ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს დეპუტატმა ბექა ქებულაძემ და ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო  დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა მიმართეს. 

„მადლობა მინდა გითხრათ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამუზეუმო საქმისადმი ერთგულებისათვის, განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, პირადად ქალბატონ ნონა ქარციძეს, მასპინძლობისა და ღონისძიების მხარდაჭერისთვის,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 

მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით და მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.  მუზეუმების საერთაშორისო დღის 2024 წლის თემაა „მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის“.


ტეგები:

Facebook - კომენტარები