რეკლამა

მაღალმთიანი სოფლებისკენ ჩამოწოლილი მეწყერების და დიდთოვლობის გამო, გადაადგილება შეფერხებულია

მაღალმთიანი სოფლებისკენ ჩამოწოლილი მეწყერების და დიდთოვლობის გამო, გადაადგილება შეფერხებულია

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს და სვანეთის სოფლების ნაწილს. 

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან უკვე ჩავიდნენ სტიქიის ადგილებზე. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაღალმთიანი სოფლებისკენ ჩამოწოლილი მეწყერების და დიდთოვლობის გამო, გადაადგილება შეფერხებულია. იქ, სადაც მუშაობა შესაძლებელია, კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება,"-აცხადებენ კომპანიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები