TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში "ლაშხეთობა" აღინიშნა

ლენტეხში "ლაშხეთობა" აღინიშნა

ლენტეხში "ლაშხეთობა" აღინიშნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ლაშხეთობა" აღინიშნა.

 დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვის შემდეგ კი, ჩატარდა სპორტული ღონისძიებები.

 შეჯიბრება გაიმართა სპორტის ორ სახეობაში-დოღი (სოფელი შკედი) და ფრენბურთი (სოფელი ჩიხარეში).
 გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ  ფულადი პრიზებით, მედლებითა და თასებით.

 "ლაშხეთობის" დღესასწაულს ადგილობრივებთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu