ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 33-ე სხდომა გამართა. სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.
სხდომაზე დამტკიცებულ საკითხებს შორის იყო ცვლილებების შეტანა ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, რის შედეგადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 143 მილიონ ლარს გადააჭარბა.
️ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 3 მილიონი ლარი გამოიყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. 5 200 000 ლარით გაიზარდა პრივატიზაციის გეგმა. ახალი პროგრამისთვის " მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობა", ასევე მთავრობის განკარგულებით, 1 029 000 ლარი იქნა გამოყოფილი, ხოლო ფინანსთა სამინისტროსგან, კაპიტალური გრანტის სახით 690 000 ლარი იქნა მიღებული.
საბოლოოდ, მესამე ცვლილების შედეგად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 10 547 000 ლარით გაიზარდა და 143 922 900 ლარს შეადგენს.