4 ნოემბერს, ხარაგაულში სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა -2023" აღინიშნება

4 ნოემბერს, ხარაგაულში სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა -2023" აღინიშნება

4 ნოემბერს, ხარაგაული სახალხო დღესასწაულზე "ხარაგაულობა -2023 გიწვევთ".

გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:

12.00 – 15:00 სტუმრების მიღება ხარაგაულის შემოსასვლელთან, დევების მონუმენტის განახლებულ რეკრეაციული სივრცეში, ფოკლორულ ანსამბლ „ოდილასთან“ ერთად.

12.30-13.00 - ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება  აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის დოკუმენტური ფილმის  „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ჩვენება

13.30 -14.30 ხარაგაულის კინოთეატრში  ლიტერატურული თეატრი გამართავს  ჩვენი თანამემამულის, რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენას „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“

15.00 -15.20 -ხარაგაულის მემორიალთან ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ კონცერტი

15.00-16.00 -ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში  მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დეგუსტაცია,  დაგემოვნება

ხარაგაულისათვის დამახასიათებელი რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა

მოეწყობა საგამოფენო სივრცეები:

ძველი ხარაგაულის ფოტოების გამოფენა (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი)

თეატრალური წარმოდგენა ,,შემოდგომის აზნაურები“ – ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი

საბავშვო გასართობი სივრცეები

ინოვაციების კუთხე - ლეგო - რობოტების კონსტრუქტირება 

ტურიზმის კუთხე  

სპორტული სივრცე - სასპორტო წრეების აქტივობები (მკალვჭიდი,ჭიდაობა,კარატე)

16.00-16.30  - კონცერტი ადგილობრივი ძალების შესრულებით

ხარაგაულის ხმები, ანსამბლი ,,საუნჯე“, ხარაგაულის კვარტეტი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ხარაგაულის სამუსიკო სკოლა.

16.30-17.00  -საოპერო სცენის ვარსკვლავები, მამუკა ლომიძე და მისი მეგობრები

17.00-17.30 - ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება

17.30 ანსამბლი ,,ფორტე“

19.00 -  ღონისძიებები დასრულდება სადღესასწაულო ფეიერვერკით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები