ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ქაჯაია გარდაიცვალა.
"ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული ორგანიზავია, ღრმა მწუხარებას გამოხატავს, იმერეთის ყიფილი გუბერნატორის, ქ. ქუთაისის ყოფილი გამგებელის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის - ზურაბ ქაჯაიას გარდაცვალების გამო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმერეთის რეგიონსა და ქუთაისში ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ზ.ქაჯაიას უშუალო მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოლიმპიური ჩემპიონების, პრიზიორების, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებისათვის დაწესებულიყო ოლიმპიური სტიპენდიები, მოწყობილიყო ოლიმპიურ ჩემპიონთა სკვერი, ოლიმპიური კომიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობას შორის საქმიანობა წარმართულიყო ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმით.
ბატონი ზურაბის გარდაცვალებას, გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ყველა მის მეგობარს,"-ნათქვამია განცხადებაში.