მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნის შემთხვევაში, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.
რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
სითბური გამოფიტვა;
სითბური დაკვრა.
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე;
თავი აარიდეთ სიცხეს;
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად.