TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველომ 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა

საქართველომ 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა

საქართველომ 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  16%-ით გაიზარდა და 6.14 $/კგ შეადგინა. 

ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18%-ით), ხოლო ღირებულება - 22.4 მლნ აშშ დოლარით (36%-ით) გაიზარდა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu