რეკლამა

1933 წლის 30 ოქტომბერს, 13:37 საათზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველ საამქროში პირველი დნობა განხორციელდა

1933 წლის 30 ოქტომბერს, 13:37 საათზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველ საამქროში პირველი დნობა განხორციელდა

30 ოქტომბერს მეტალურგის დღე აღინიშნება. 

ყველაფერი იდეით დაიწყო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ნიკო ნიკოლაძემ ზესტაფონი ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობისთვის პრიორიტეტულ ქალაქად მიიჩნია, რაც ჭიათურის მანგანუმის საბადოსთან, მაგისტრალურ გზებთან და პორტთან სიახლოვემ განაპირობა.

მამის იდეის რეალობად ქცევა კი გიორგი ნიკოლაძემ გადაწყვიტა.  მან თავისი სტუდენტებისგან მეტალურგების ჯგუფი შეკრიბა და პირველი ქართული ფეროშენადნობების მიღებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე დაიწყო მუშაობა.

1933 წლის 30 ოქტომბერს, 13:37 საათზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველ საამქროში პირველი დნობა განხორციელდა. სწორედ ამ თარიღს უკავშირდება ქართული ფეროშენადნობებისა და ელექტრო მეტალურგიის განვითარება.

"90 წელია, ფეროშენადნობთა ქარხანა უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობების, ტექნოლოგიური განახლებებისა და სასიკეთო ცვლილებების ძრავაა, რაც იმ ათიათასობით ადამიანის დამსახურებაა, ვინც დარგი დღევანდელ დღემდე მოიყვანა. სწორედ იმ ნიჭიერი, წარმატებული და გამბედავი მეტალურგების, რომელთაც ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ.

"ჯორჯიან მანგანეზი" გილოცავთ ფეროშენადნობთა ქარხნის 90 წლის იუბილესა და მეტალურგის პროფესიულ დღეს.

ყველა მეტალურგს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და ახალ შრომით მიღწევებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-აცხადებენ "ჯორჯიან მანგანეზში". 


ტეგები:

Facebook - კომენტარები