ქურდობა ქუთაისში. ახალგაზრდა წყვილს, რომელიც ქალაქში ყვავილების რეალიზაციას ახდენდა, 2500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარე მოპარეს.
"არასდროს, არასდროს მომხდარა ისე, რომ ჩვენთვის 100 ლარზე მეტი ღირებულების მცენარე ჩვენთვის მოეპარათ!
დღეს ქუთაისში მოხდა კატასტროფა! მოგვპარეს 2500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარეები.
ხალხო ერთი წვეთი სირცხვილი მაინც არ გაქვთ? სხვისი ნაშრომი უფასოდ როგორ უნდა წაიღოთ! ოფლში ამოწურული ვარ, ხედავთ ყველაფერს ვაკეთებ, ასი ადამიანი მელაპარაკება და თქვენ არ მელოდებით...
ჩემი ცუდი მდგომარეობით ისარგებლეთ და მომპარეთ მცენარეები იცით რამხელა ზარალი მოგვაყენეთ ამით!!! 10-10-100 ლარობითაც წაიღეთ.
ამას არ ველოდი, ამას როგორ წარმოვიდგენდი თუ ასე უნამუსოდ წაიღებდით! ამხელა მცენარეეებს!
ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც მელოდებოდა, შეიკავა თავი და მაფრთხილებდა ამდენ ხალხში, თორემ უფრო დიდი იქნებოდა ჩევნი ზარალი!
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისეთი განერვიულებული ვარ ახლა. მე კი მომატყუეთ, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებთ.
ძალიან გთხოვთ! გამოიჩინეთ გულისხმიერება და ჩვენი კუთნილი მცენარეს ღირებულების ნახევარი მაინც დაგვიბრუნეთ, ძალიან ძალიან გვჭირდება ყველა ლარი...
მიმღები:
შპს "რავ ენდ რებე"
თიბისი ბანკი
GE88TB7621436020100003
საქართველოს ბანკი
GE48BG0000000533530695,"-წერს დაზარალებული.