ონში, “საპატიო ონელები” დააჯილდოვეს

ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა - 2025“ გაიმართა.
“ონელობის” დღესასწაულს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები-ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის მოადილეები-ლევან შერაზადიშვილი, პაატა მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილი იყო ეთნო კუთხე, ფოტოსტენდები, საბავშვო-გასართობი სივრცეები.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ონელები დააჯილდოვეს.
ტრადიციული “საპატიო ონელის” ჯილდო გადაეცათ:
პაპუნა მარგველიძეს - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს;
მამუკა გონგაძეს- საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს;
ირაკლი ბურდილაძეს - BK Holding-ის მმართველ პარტნიორს;
დავით გობეჯიშვილს - ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს.
ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ონელები:
ქეთევან ლებანიძე - ექიმი;
ფერიდე გუგეშაშვილი - ეკონომისტი;
მზია გუგეშაშვილი - საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი;
თამარ გრძელიშვილი - ექიმი;
რომან კირვალიძე -სპორტის დამსახურებული მოღვაწე, მწვრთნელი;
რომან ჯელაძე-ფინანსისტი.
სადღესასწაულო ღონისძიებები ლეგენდარული “ქართული ხმებისა” და ჯგუფი “გორდელას” გალა კონცერტით დასრულდა.