ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
23 აგვისტოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალთან მძიმეწონიანი, მაღალი ტონაჟობის ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის გამო, საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე საათით შეფერხდა.
"შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-ს წარმომადგენლები.
გაიჭრა ალტერნატიული გზა და ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობა მუნიციპალიტეტის მიმართულებით აღდგენილია,"-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.