TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში, სოფლებს შორის მინი ფეხბურთში ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული სოფელ მუქედის გუნდი გახდა

ვანში, სოფლებს შორის მინი ფეხბურთში ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული სოფელ მუქედის გუნდი გახდა

ვანში, სოფლებს შორის მინი ფეხბურთში ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული სოფელ მუქედის გუნდი გახდა

ვანის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე “მერიის თასის“ ტურნირის ფინალს დაესწრნენ. 

ტურნირი მინი ფეხბურთში ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალში ერთმანეთს მუქედისა და ტობანიერის  გუნდები შეხვდნენ. ტურნირის გამარჯვებული გახდა სოფელ მუქედის გუნდი.

თასი და ფულადი ჯილდო გადაეცათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს.

აღნიშნული ტურნირი, ტრადიციულად, ყოველ ზაფხულს იმართება და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას და მხარდაჭერას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu