რეკლამა

სასწრაფოს ბრიგადამ ქუთაისში ხანშიშესული ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა

სასწრაფოს ბრიგადამ ქუთაისში ხანშიშესული ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა

ქუთაისში, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინეს.

როგორც ცნობილია, სასწრაფოს გამოძახების მიზეზი დაბალი არტერიული წნევა გახდა.

"გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხანშიშესული ქალბატონი კარდიოგენული შოკით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მიღებული იქნა პაციენტის ტრანსპორტირების გადაწყვეტილება, რა დროსაც მან დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა, ხოლო მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად, გულისცემა წარმატებით აღდგა. პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. სასწრაფოს ბრიგადაში ექიმი ნინო გიორგაძე, ექთანი ანა ჟორჟოლიანი და მძღოლი მალხაზ ძამაშვილი იმყოფებოდნენ,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები