რეკლამა

50 000 დოლარიანი ავტომობილი და მიწები-რა ქონებას ფლობს წყალტუბოს მერი?

50 000 დოლარიანი ავტომობილი და მიწები-რა ქონებას ფლობს წყალტუბოს მერი?

საინფორმაციო სააგენტო Topnews.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაშუქებას. სააგენტო ამჯერად წყალტუბოს მერის, გენად ბალანჩივაძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ. 

მერმა დეკლარაცია ბოლოს 2023 წლის 31 იანვარს შეავსო. 

დეკლარაციის მიხედვით, მერი წყალტუბოს სოფელ გუმბრაში ფლობს მიწის ორ ნაკვეთს. ასევე, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აქვს წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში. 

მერის მეუღლე-ეკატერინე ფულარიანი-ბალანჩივაძე სოფელ ბანოჯაში ფლობს მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, რომლებიც ჩუქების ფორმით აქვს მიღებული. მერის მეუღლის სახელზეა ბინა თბილისში, რომელიც ოჯახმა 2012 წელს შეიძინა. 

დეკლარაციის მიხედვით, მერი ფლობს "ტოიოტა ლენდკრუიზერი"-ს მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილს, რომელიც 2019 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. მერს ასევე წილები აქვს შპს-ებში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები