რეკლამა

როდის დასრულდება ჭიათურაში საბაგიროების რეაბილიტაცია?

როდის დასრულდება ჭიათურაში საბაგიროების რეაბილიტაცია?

ჭიათურაში, ჭიათურა-პერევისის და ჭიათურა-ზედა რგანის მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-განახლების პროცესი ხორციელდება, პარალელურ რეჟიმში ეწყობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რის შემდეგაც ბაგირების მონტაჟი დაიწყება. 

შპს ,,საცპექტრანსის" დირექტორის, ლევან ჯიმშელეიშვილის თქმით ჭიათურა- ზედა რგანის საბაგირო გზის რეაბილიტაციის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის, ხოლო ჭიათურა-პერევისის რეაბილიტაციის დასრულება კი 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

"საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ რამდენად მნიშვნელოვანია საბაგირო გზების გამართული მუშაობა ქალაქის მოსახლეობისათვის. 

ჭიათურაში საჰაერო საბაგირო გზების კარგად განვითარებული სისტემა, სადგურების დახვეწილი და მრავალფეროვანი არქიტექტურული იერსახე განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს ქალაქს და ერთ-ერთ სავიზიტო ბარათადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია, ქალაქ ჭიათურაში ისტორიული სამგზავრო  საბაგიროები აღარ ფუნქციონირებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონებში ჭიათურა ერთადერთი ქალაქია, სადაც საჰაერო საბაგირო გზა შიდა საქალაქო ტრანსპორტად გამოიყენება,"-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "ერთად ჭიათურისთვის".


ტეგები:

Facebook - კომენტარები