ქუთაისის ხელოვნების სკოლამ იმერეთის მასშტაბით საკონცერტო ტურნე დაიწყო
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალმა - გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლამ იმერეთის მასშტაბით საკონცერტო ტურნე დაიწყო. ქუთაისის შემდეგ პირველი გასვლითი კონცერტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. კონცერტს რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულების საკონცერტო ჯგუფები წარსდგნენ.
კონცერტს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე, ბაღდათის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი მინდია კიკნაველიძე, ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვალერი კვინიხიძე და გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი დაესწრნენ.
გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა მომდევნო გასვლით კონცერტს იმერეთის მასშტაბით 9 მარტს, ვანის მუნიციპალიტეტში გამართავს.





