ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში „ნასხვეტას წყაროს“ მიმდებარედ, პანორამული გადასახედისა და აუზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ-ქრისტინა კობახიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან -ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილესთან -დავით გოგლიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ხოტევში არსებულ „ნასხვეტას წყაროს“ ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. მოეწყო მოსასვენებელი და მცირე საპარკინგე ადგილი, პანორამული გადასახედი და აუზი. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 261 377 ლარი შეადგენა.
"პროექტის დათვალიერების შემდგომ შემსრულებელს მიეცა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც საბოლოო სახით დასრულებამდე გამოსწორდება და ამ მხრივ, კვლავ განხორციელდება მონიტორინგი.
აღნიშნული სივრცე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის ტურისტულად მიმზიდველი ზონის შექმნას,"-აცხადებენ გუბერნიაში.