რეკლამა

ქუთაისში ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა

ქუთაისში ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა

ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქუთაისელი მხატვრის,  მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძის გარდაცვალების გამო. 

 მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძე დაიბადა ქუთაისში 1930 წლის 20 ნოემბერს. 

1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე.( პედ. მოსე თოიძე, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე).

1957 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ  და შემოქმედებით ცხოვრებაში. 

1959 წელს მუშაობა დაიწყო გრიგოლ მაისურაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო  სკოლაში პედაგოგად.

აღსანიშნავია, მ.  ჩოგოვაძის ღვაწლი და დამსახურება მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ჩამოყალიბების საქმეში. 1961 წელს აირჩიეს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ და პროფორგანიზაციის თავმჯდომარედ.

ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვანი  პერსონალური გამოფენები  ჰქონდა  საქართველოს  სხვადასხვა ქალაქში. ასევე,  მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო  მოსკოვსა  და პარიზში.

2002 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები