რეკლამა

“საქართველოს რკინიგზამ” რეისები აღადგინა

“საქართველოს რკინიგზამ” რეისები აღადგინა

“საქართველოს რკინიგზამ” დიდთოვლობის მიზეზით გამოწვეული სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა. 

“ძვირფასო მგზავრებო!

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი  რეისები: 

№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№6355/6356 ქუთაისი-რიონი;
№6353/6354 ქუთაისი-რიონი; 
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686 თბილისი-ბორჯომი;

ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის  გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ:
3 მარტს -  №685 ბორჯომი-თბილისი;
3-4 მარტს: 

№682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე  ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები