14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
დედაენის დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის სახლში, მრავალფეროვანი და სანახაობით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. მასში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში დედაენის დღე 1990 წელს დაწესდა და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.