TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
მდინარე ოღასკურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატთა ალეკო თამაზაშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ბუხაიძის ქუჩიდან ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე 1.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე, მდინარის კალაპოტის მეხუთე რიგის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები კალაპოტის ფსკერის დაღრმავებას, გეომეტრიული კონტურების კორექტირებასა და ნაპირსამაგრი ზოლის გაბიონის კონსტრუქციებით მოწყობას ითვალისწინებს.
მდინარე ოღასკურის კალაპოტის მეხუთე უბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 4 893 422 ლარს შეადგენს და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.





