რეკლამა

რა გაკეთდა ამბროლაურში 2023 წელს?-მერის ანგარიში

რა გაკეთდა ამბროლაურში 2023 წელს?-მერის ანგარიში

ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2023 წელს  განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. პრიორიტეტული მიმართულებები ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა.
მუნიციპალიტეტის 2023 წლის  ბიუჯეტის მოცულობა  შეადგენდა 26 363 148 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად გადანაწილდა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად. 

ინფრასტრუქტურის განვითარება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მიმდინარე პერიოდში ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 10 315 071  ლარი, განხორციელდა 129 ინფრასტრუქტურული პროექტია შესრულებული. 

სოფ. გაღმა ბარეულში, ბაჯში, ხონჭიორსა და გორში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებზეც 1 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე წყალი მიეწოდება ისეთ სოფლებს, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე აწუხებდათ ეს პრობლემა.

ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა ხოტევი-ველევის დამაკავშრებელი 8.4 კილომეტრი სიგრძის გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 6 345 000 ლარი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება,  ასევე ჟოშხა-გენდუშის 5 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ღირებულებით 3 300 000 ლარი, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ამბროლაურში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, მდ. კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა. ასევე დასრულდა ქ. ამბროლაურში ამფითეატრის მშენებლობის პროექტირება.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 3 025 000 ლარი

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  2023 წელს 12 სოფელში მოწესრიგდა განათება. 1 სოფელში-სპორტული ინფრასტრუქტურა. 5 სოფელი-სასაფლაოს შემოღობვა. მოსაცდელი -1 სოფელი. სველი წერტილის მოწყობა -1 სოფელი.  24 სოფელში -სასმელი წყალი. 5 სოფელში - მოეწყო საბავშვო სკვერი. სანიაღვრე არხები-3 სოფელში. საუბნო გზა -13 სოფელში. ნაპირსამაგრი-1 სოფელში.ხიდბოგირი-2 სოფელში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პირველად გაიხსნა საგამოცდო ცენტრი, რაც  აბიტურიენტებს აძლევთ, როგორც დროის ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსების მიზნით 2023 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 768 100   ლარი, დაფინანსდა 16 სოციალური და 5 სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა.

2024 წელს იწყება მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც გულისხმობს უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, რისთვისაც პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მუნიციპალიტეტში და  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. მიმდინარე წელს შევძლებთ  ორ ოჯახი დავაკმაყოფილოთ ახალი ინდივიდუალური  საცხოვრებელი სახლით,"-ნათქვამია მერის ანგარიშში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები