TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა. 

“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქმილსადენმშენი“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu