ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა - 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს.
იანსანე ტორპედოს ხორვატიის მეორეადგილოსან “რიეკადან” შეუერთდა. რიეკაში გადასვლამდე 2021 წლიდან იანსანე “შერიფის” ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ჯამში შერიფის მაისურით მას 15 გოლი დაუგროვდა, ამავე კლუბთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.
ტორპედოს ახალწვეული იყო გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.