რეკლამა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი "საპატიო ხარაგაულელი" გახდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი "საპატიო ხარაგაულელი" გახდა

"ხარაგაულობა 2023"-ის ერთ-ერთი ნაწილი "საპატიო ხარაგაულელების" დაჯილდოება იყო. 

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 6 "საპატიო ხარაგაულელი" წარუდგინა.

"საპატიო ხარაგაულელის" წოდება მიენიჭათ: 

ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ნატო შათირიშვილს 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი წერეთელს

ცნობილ მეთუნეს, ზალიკო ბოჟაძეს

პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,
ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ლუხუმი ჭანტურიას 

ცნობილ მომღერალს, ანსამბლ ,,ფორტე"-ს წევრს ზურა მანჯავიძეს. 

საპატიო ხარაგაულელები ხარაგაულის მერმა, საჩხერე-ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან, იმერეთის მხარის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან ერთად დააჯილდოვა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები