TOPNEWS » მთავარი თემა » რაში დახარჯავს ქუთაისის მერია ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ თანხებს?

რაში დახარჯავს ქუთაისის მერია ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ თანხებს?

რაში დახარჯავს ქუთაისის მერია ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ თანხებს?

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის  ბიუჯეტი  41 082 400 ლარით გაიზარდა და  178 328 300 ლარი შეადგინა.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ქალაქის ბიუჯეტის ზრდა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისისთვის დამატებითი ტრანშის გამოყოფის შედეგად მოხდა. 

“აღნიშნული თანხიდან, 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას  - გზების და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების განახლებას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას,  სპეციალური ტექნიკის და ნაგავშემკრებების შეძენას,  1 მილიონი  ლარით  კი,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu