ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41 082 400 ლარით გაიზარდა და 178 328 300 ლარი შეადგინა.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ქალაქის ბიუჯეტის ზრდა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისისთვის დამატებითი ტრანშის გამოყოფის შედეგად მოხდა.
“აღნიშნული თანხიდან, 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას - გზების და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების განახლებას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას, სპეციალური ტექნიკის და ნაგავშემკრებების შეძენას, 1 მილიონი ლარით კი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.