TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიაში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ

ქუთაისის მერიაში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ

ქუთაისის მერიაში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო სტაჟირებისა და უნივერსიტეტებთან მემორანდუმის საფუძველზე სტაჟირების პროგრამების მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.

4 თვის განმავლობაში,  ქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურში 20-მა ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება. ისინი გაეცნენ საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპებს, სახელმწიფო პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის ცალკეულ ასპექტებს.

სტაჟიორებთან შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე დაესწრო.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu