რეკლამა

უამინდობის გამო, ქუთაისის მერია ბავშვთა დაცვის დღეს 2 ივნისს აღნიშნავს

უამინდობის გამო, ქუთაისის მერია ბავშვთა დაცვის დღეს 2 ივნისს აღნიშნავს

 1 ივნისს, მოსალოდნელი უამინდობის გამო,  ბავშვთა  დაცვის დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებზე 2  ივნისს გიწვევთ-განცხადებას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს. 

 "გვინდა ჩვენს პატარებს  ხალისიანი და ბედნიერი დღესასწაული ვაჩუქოთ. წელს,  ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2 ივნისს,  13: 00 საათიდან, ქუთაისის  ახალგაზრდობის პარკში გაიმართება ( მისამართი თაბუკაშვილის ქ. N2).

ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იქნება  გასართობი სივრცეები, ჩატარდება სამხატვრო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ანიმატორები, მულტფილმების პერსონაჟები და კოსტიუმირებული მსახიობები.

ღონისძიებებზე დასწრება და  მონაწილეობა თავისუფალია.

ქუთაისის მერია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები