რა მოხდა “ჭიათურობა 2025”-ზე?-მერია განმარტებას აკეთებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია “ჭიათურობა 2025”-ს ფარგლებში, მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.
ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.
თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.
საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უამინდობის მიუხედავად, ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ შედგა. დღესასწაული ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ახლადრეაბილიტირებული სკვერის გახსნით დაიწყო და ნინოშვილის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობით გაგრძელდა.

















