რეკლამა

ქუთაისის ოპერის თეატრი 55-ე თეატრალურ სეზონს ხურავს

ქუთაისის ოპერის თეატრი 55-ე თეატრალურ სეზონს ხურავს

12 ივლისს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 55-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.

თეატრის ცნობით, საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება გამოჩენლი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია“, რომელიც კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

"მინდიას“ შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - არმაზ დარაშვილი (მინდია), მარიკა მაჩიტიძე (მზია), ლევან ტაბატაძე (ჩალხია), გივი გიგინეიშვილი (ხევისბერი), ემილ ჩარგაზია (მაცნე), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

ქუთაისის ოპერის თეატრის 55-ე თეატრალური სეზონის დახურვა გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში. დასაწყისი 19:00 საათზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები