TOPNEWS » მთავარი თემა » სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა. 

შეხვედრისას მოსამზადებელ პროცესზე,  ევროპის ჩემპიონატზე მოსალოდნელ შედეგებსა და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს.

კრივში ევროპის ჩემპიონატი 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
 მერის მოადგილე გია კვასტიანი, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე, ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu