ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიატრიულში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა.
"მინისტრი სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა. დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ მიხეილ სარჯველაძეს, პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც, სისტემის უზრუნველყოფისთვის ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის.
მიმდინარე საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს,"-ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





