რეკლამა

რა გეგმები აქვს "საქნახშირს" ტყიბულში?

რა გეგმები აქვს "საქნახშირს" ტყიბულში?

ტყიბულში"მეშახტის დღე", შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, მოკრძალებულად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში აღინიშნა.

ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში „საქნახშირმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა, საწარმოს მუშაობა შეაჯამა და თანამშრომლებს მიმდინარე და ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

მეშახტეებს პროფესიული დღე  „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ სოცკიმ, ასევე, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ მიულოცეს.

"შეხვედრის მთავარი თემა იყო შრომის უსაფრთხოებისა და წარმოების გაზრდის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, ასევე, დახრილი ჭაურის მშენებლობის პროექტი, რომელიც 4 წელი გაგრძელდება. 

პროექტირების სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. „საქნახშირის“ პარტნიორები არიან გერმანული, ჩეხური, ჩინური და უკრაინული კომპანიები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალი ჭაური ჯამში 2500 ადამიანს დაასაქმებს, „საქნახშირი“ კი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება,"-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები