რეკლამა

ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დალი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა. დალი ფაჩუაშვილი 1981 წლიდან იყო მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, ხოლო 1988 წლიდან კი - დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. პარალელურად ასწავლიდა გერმანულ ენას.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ ოჯახს. ეს კიდევ ერთი ტკივილიანი დანაკლისია ამ რამდენიმე დღეში არა მარტო ჩვენი, არამედ ქალაქის პედაგოგიური საზოგადოებისა. ღვაწლმოსილი პედაგოგი მოსწავლეთა და მშობელთა უდიდეს სიყვარულს იმსახურებდა. 

კეთილ მოგონებად დაგვრჩება ქალბატონ დალისთან ურთიერთობის წლები. საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით გამორჩეული, ერთგული, თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული მოწიწების გრძნობას იწვევდა თანამშრომლებსა და მოსწავლეებში. იგი სასკოლო ცხოვრების ენერგიული წინამძღოლი იყო. დილიდან საღამომდე დაუღალავად ფუსფუსებდა და ზრუნავდა სკოლაზე.

გარდაცვალების შემდეგ ადამიანზე ღაღადებს საქმე. ქალბატონი დალის მიერ განვლილი გზა დასტურია იმისა, რომ მან ღირსეულად იცხოვრა. მშვიდობით, კეთილო ადამიანო, მოწოდებით პედაგოგო! უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი!,"-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები