რეკლამა

ქუთაისის მერიამ სტაჟიორები მიიღო

ქუთაისის მერიამ სტაჟიორები მიიღო

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,  2024 წლის სექტემბრიდან,  სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას.

დღეს, ქუთაისის მერიაში სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის იმ სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, სადაც შერჩეული აპლიკანტები 4-თვიან სტაჟირებას გაივლიან. 

"ქუთაისის მერია შეუერთდა  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას.  პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორებს დღეს მერიაში შევხვდით. ჩვენ ისინი კონკურსის საფუძველზე შევარჩიეთ.

მჯერა, ეს ახალგაზრდები  ჩვენთან საჯარო სამსახურში მუშაობის მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ, რასაც სათანადოდ გამოიყენებენ თავიანთ შემდგომ საქმიანობაში,"-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები