რეკლამა

რიონის ხეობის მოსახლეობის ქუთაისთან დამაკავშირებელი ერთადერთი უმოკლესი გზა დასრულების ეტაპზეა

რიონის ხეობის მოსახლეობის ქუთაისთან დამაკავშირებელი ერთადერთი უმოკლესი გზა დასრულების ეტაპზეა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს "New Road" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სრული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გზაზე იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები, საგზაო ნიშნები და ბეტონის პარაპეტები. 

"ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც წარმოადგენს ქალაქ ქუთაისთან დამაკავშირებელ ერთადერთ უმოკლეს გზას, რაც დაახლოებით 40 წელია არ შეკეთებულა,"-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები