ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი გოგრიჭიანი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ამბროლაურელმა მოჭიდავეებმა წარმატებულად იასპარეზეს.
86კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძემ ევსემი შველიძე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო გიორგი გოგრიჭიანმა 74კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჩხიტუნიძეს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე, წარმატებულად იასპარეზა და მეორე ადგილს დაეუფლა გიორგი ელბაქიძემ.