ხარაგაულში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს
ხარაგაულის სოფელ ხევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისის საბავშვო ბაღი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
სკოლამდელი დაწესებულება 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ასევე, სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ხარაგაულის მერი კობა ლუსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე გაეცნენ.
ხევის ბაღის მშენებლობისათვის 1 200 000 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 17 ახალი ბაღი აშენდა, რამდენიმეს კი სრული კაპიტალური რეაბლიტაცია ჩაუტარდა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად იზრდება ბაღების დაფინანსება და აღსაზრდელებს ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობა აქვთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი და სამი სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს.





