"ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა ნადგურდება"-განცხადებას ამის შესახებ ამბროლაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ამირან ლომთაძე ავრცელებს.
"რაც ახლა მეორე საჯარო სკოლაში ხდება, ეს დანაშაულია! როგორც ერთ ამბროლაურელს, გული მწყდება, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა კორუფციული ინტერესისა და არაკომპეტენტურობის გამო, ჩემი საყვარელი სკოლის კედლებს - აწვიმს და ათოვს!
და ახლა, როცა საქმე გაᲙეთების ნაცვლად გააფუჭეს, სველ იატაკსა და კედლებზე სახურავის დაფარება, შეიძლება კიდევ უფრო უარესი ზიანის მომტანი იყოს. წარმოგიდგენიათ რა დაემართება გაჟღენთილ კედლებს, ან ე.წ. "სიმკარებს" შრობისას, დახურულ სივრცეში?
მოვითხოვთ: სასწრაფოდ მოხდეს საკითხის მოკვლევა და სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დაიდოს დასკვნა: 1. უკვე დამპალი/დაზიანებული კედლები, რომლის "შეფუთვასაც" აპირებენ, იქნება თუ არა უსაფრთხო მომავალში სასწავლო პროცესებისათვის?
2.იკვეთება თუ არა მინისტრის, ან მისი მოადგილეების პასუხისმგებლობა სკოლის ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო?
"რეაბილიტაციის" პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ("საბა კონსტრაქშენი") ახორციელებს. როგორც ირკვევა, ამ კომპანიას მრავალმილიონიანი ტენდერები აქვს მოგებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გასარკვევია, სხვა ქალაქებშიც ანალოგიურ შემთხვევებთან ხომ არ გვაქვს საქმე?,"-ამბობს ამირან ლომთაძე.