TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1300-მდე ადამიანს ასაქმებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1300-მდე ადამიანს ასაქმებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1300-მდე ადამიანს ასაქმებს

„ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე 1289 ადამიანია დასაქმებული“ - ამის შესახებ Bm.ge -ს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს. მათი ცნობით, დასაქმებულთა რაოდენობას წლის ბოლომდე ასზე მეტი ადამიანი დაემატება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლების შემდეგ იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი გახდა. ორი წლის წინ, ქუთაისის განახლებული აეროპორტის გახსნისას ითქვა, რომ აეროპორტი იმერეთის რეგიონისთვის დამატებით სამუშო ადგილებს შექმნიდა და ერთდროულად 1200- ზე მეტ ადამიანს დაასაქმებდა. საერთო ჯამში ამ დროისათვის ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დასაქმებულია 1289 ადამიანი. წლის ბოლომდე ეს ციფრი 1400-ს მიაღწევს.

უშუალოდ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლების გარდა, აეროპორტის ტერიტორიაზე დასაქმებულნი არიან ავიაკომპანიების, კვების ობიექტების, DUTY FREE-ს, მაღაზიების და აეროპორტის სხვადასხვა ობიექტებისა და სერვისების თანამშრომლები. აეროპორტში ასევე დასაქმებულები არიან საქაერონავიგაციის, საზღვრის დაცვის პოლიციის, საბაჟოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლები", - თქვეს აეროპორტების გაერთიანებაში.

კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად ვაკანსიები აეროპორტში, პასუხი იყო რომ ამჟამად გამოცხადებულ ვაკანსიებზე ახალი კადრების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu